„ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, უკრაინულმა მხარემ და პროსურულმა სეპარატისტებმა კონფლიქტის რეგიონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა დღეს უნდა დაიწყონ.
მიუხედავად ზავის რეჟიმისა, „ბოევიკები“ დებალცევოში საომარ მოქმედებებს არ წყვეტენ.
თავის მხრივ უკრაინული მხარე აცხადებს, რომ სანამ პრორუსული სეპარატისტები კონფლიქტის ზონაში ცეცხლს არ შეწყვეტენ, ისინი სამხედრო ტექნიკის გაყვანას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 15 თებერვალს შევიდა. მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანა დაზავებიდან არაუგვიანეს მეორე დღეს უნდა დაიწყოს და ორი კვირის ვადაში დასრულდეს.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, მისი ამოქმედებისთანავე დაირღვა. 15 თებერვლიდან დღემდე , „ბოევიკებმა“ უკრაინული ჯარის პოზიციებსა და მიმდებარე სოფლებზე იერიში 132-ჯერ მიიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






