გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია ძალიან არასტაბილურია.
„აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაცია არასტაბილურია, განსაკუთრებით დებალცევოს გარშემო, რაც პრინციპში მოსალოდნელიც იყო“- განაცხადა მერკელმა.
„თავიდანვე ცხადი იყო, რომ ჩვენ გაცილებით მეტი მუშაობა გვჭირდება. მე ყოველთვის ვამბობდი, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ჩვენი ძალისხმევა წარმატებული იქნება. ეს იქნება ძალიან რთული გზა“- აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
შეგახსენებთ, „ნორმანდიული ოთხეულის“ მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვალს ამოქმედდა. ამის მიუხედავად, „ბოევიკები“ საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწყების შემდეგ, ბოევიკებმა უკრაინული სამხედროების პოზიციებს 112-ჯერ, დებალცევოს და მიმდებარე სოფლებს კი 88-ჯერ შეუტიეს.
მასალის გამოყენების პირობები






