"მე მზად ვიყავი დაპატიმრებისთვის, მაგრამ ისინი არა."- უგულავას შვილებთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევა
სამართალი - 18:36, 16 Feb, 2015     2332
დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას თავისუფლებაზე ყოფნა სურს, არის ის, რომ საკუთარ შვილებს აუხსნას მომხდარის მიზეზები. უგულავა დარწმუნებულია, რომ გათავისუფლების შემთხვევაშიც კი პროკურატურა მას ციხეში მალევე დააბრუნებს.

„რასაც გულწრფელად ვნანობ და რასაც დღეს მივხვდი რომ უნდა გამეკეთებინა, არის ის რომ ამისთვის შემეგუებინა ჩემი შვილები. გათავისუფლების შემთხვევაში მე ეს გზა თავიდან უნდა გავიარო, მაგრამ ჩემი შვილების გამო, ამისთვის მზად ვარ. ერთადერთი არგუმენტი რატომაც მინდა გამოვიდე ისაა, რომ შვილები ვნახო და მათ ეს ყველაფერი ავუხსნა. დარწმუნებული ვარ როდესაც ავუხსნი მე მათ, ისინი გაიგებენ და მერე მე მშვიდად ვიქნები ნებისმიერი გამოწვევისთვის, იქნება ეს ხელმეორე პატიმრობა თუ სხვა რამ. მე კი ვიყავი მზად დაპატიმრებისთვის, მაგრამ ისინი არა. ერთს აქვს დეპრესია, მეორე... ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ისინი გაიგებენ, მშვიდად ვიქნები. საგამოძიებო მოქმედებების გამო ბავშვებთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, მეუღლეზე ლაპარაკიც აღარ არის.“- აღნიშნა უგულავამ და სასამართლოს განუცხადა რომ მისთვის ყველაზე დამამცირებელი ბრალდება არის ის , რომ მას მიმალვა დააბრალეს:

„ერთი რამ მინდა გთხოვოთ: შეიძლება პატიმრობის ღირსი ვიყო, მაგრამ დამცირების ღირსი არ ვარ. ჩემთვის ის შვიდი ბრალდება არაა დამცირება, ეს პოლიტიკური მოცემულობაა ჩემთვის, არამედ ისაა, როცა მიმალვა დამაბრალეს. მადლობელი ვიქნები თუ ამ დამცირებას ამარიდებთ და სამართლებრივად იმას მაინც გაამყარებთ, რომ პატიმრობაში მიმალვის მცდელობის გამო არ ვიქნები, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამის იმედი არ მაქვს“, - განაცხადა უგულავამ.

„რაც შეეხება იმას თუ რა განწყობა მაქვს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გუშინ გენერალური დასუფთავება მოვაწყე ჩემს ოთახში, გამოვცვალე თეთრეული და ჩავუჯექი ყველაზე სქელ წიგნს, „გეიმ ოფ თრონის“ მეხუთე ტომს, დაახლოებით 1200 გვერდია, ვიწყებ მაგის კითხვას"- აღნიშნა უგულავამ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42