გერმანული გამოცემა Der Spiegel, „ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკების უცნობ დეტალებზე საუბრობს.
მინსკში გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს შორის დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრა 16 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოცემის ცნობით, მოლაპარაკების ოთახი მომარაგებული იყო სენდვიჩებით, ყავითა და ალკოჰოლით.
„ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს მონაწილეებს რამდენჯერმე ჩაეძინათ კიდეც, რამდენჯერმე მაგიდაზე ჩამოდეს თავი. ოთახი სავსე იყო ალკოჰოლით, მხოლოდ ანგელა მერკელი მას არ გაკარებია“ - წერს გამოცემა.
სტატიის თანახმად, მოლაპარაკების მთავარი სურთულე დებალცევოს საკითხს ეხებოდა. დროდადრო, დისკუსია მწვავდებოდა, რაც დარბაზში ხმაურსაც კი იწვევდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს შენ-ობითაც მიმართა. რამდენჯერმე რუსეთ-უკრაინის ლიდერები ადგილებიდანაც წამოდგნენ და ერთმანეთს საკმაოდ ხმამაღლა, ფაქტობრივად ყვირილით მიმართეს.
მინსკის მოლაპარაკება ხანგრძლივთან ერთად, დაძაბულიც იყო.
მხარეები აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდენენ, რომელიც 15 თებერვლიდან ამოქმედდა. თუმცა პრორუსული სეპარატისტები უკრაინულ პოზიციებზე თავდასხმებს განაგრძობენ.
მასალის გამოყენების პირობები






