საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა, მანუელ ვალსმა ფრნაგ ებრაელებს ქვეყანაში დარჩენისკენ მოუწოდა.
ვალსმა ისრაელის პრემიერ-მინისტრისს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიციასთან დაკავშირებით სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ ფრანგი ებრაელები საფრანგეთში უნდა ცხოვრობდნენ.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ებრაელებს ქვეყანაში დაბრუნებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ევროპაში ანტისემიტური თავდასხმები გახშირდა და ამიტომაც სამშბლოში დაბრუნებით, ისრაელი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ბენიამინის განცხადება, საფრანგეთში მომხდარ ვანდალურ აქტს უკავშირდება. შაბათს, პარიზის ერთერთ ებრაულ სასაფლოებზე ჰოლოკოსტის შედეგად დაღუპულთა საფლავის ქვები დაანგრიეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მსგავსი მოწოდება, პარიზში ებრაულ სუპერმარკეტზე მომხდარი თავდასხმის შემდეგაც გააკეთა.
საფრანგეთის პრემიერ- მინისტრის განცხადებას დანიის პრემიერ-მინისტრიც გამოეხმაურა. ჰელე ტორნინგ- შმიდტის განცხადებით, დანიელი ებრაელები დანიაში უნდა ცხოვრობდნენ, ხოლო დანიის ხელისუფლება ებრაული საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ღონეს მიმართავს.
ევროპაში ისრაელს საკმაოდ დიდი დიასპორა ჰყავს. მარტო საფრანგეთში ებრაული დიასპორა 500 ათას ადამიანს ითვლის.
მასალის გამოყენების პირობები






