მექერიშვილი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან მკვლელობის საქმის გამოძიება ადგილიდან არც დაძრულა და გამომძიებლები ცდილობდნენ მკვლელობის ოჯახისთვის დაბრალებას.
„გვითხრეს, რომ საქმე სერიოზულ ჩიხშია შესული და გამოძიება სრულიად ხელახლაა დასაწყები. იმედი მოგვცეს, რომ საქმეს გულისყურით მოეკიდებიან, თავიდან გადაამოწმებენ გამოძიებაში არსებულ ყველა დეტალს და საქმის გახსნასაც დამპირდნენ.
ძველ გამომძიებლებთან ის პრობლემები იყო, რომ ისინი არაფერსსაც არ იძიებდნენ, მარტო იმის მცდელობაში იყვნენ, მე და ჩემი ოჯახი დაედანაშაულებინათ ბავშვის მკვლელობაში. ხან იძახდნენ დედამ მოკლაო, მერე- დეიდამო, შემდეგ ჩემს ქმარს და სიძეს აბრალებდნენ.
რვათვის ორსული თბილისში ჩამომიყვანეს, სიცრუის დეტექტორზე შემაერთეს და მეუბნებოდნენ, დეტექტორმა დაადასტურა, რომ საკუთარი შვილი მოვკალი. ცდილობდნენ ფსიქოლოგიური ზეწოლით დანაშაული მეღიარებინა. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაპირისპირებას ცდილობდნენ. დაკითხვის დროს გვეუბნებოდნენ, შენმა დამ შენ დაგადო ხელიდა თქვა შენ მოკალი შენი შვილიო. მერე მივიდოდნენ ჩემს დასთან და მას ეტყოდნენ თათიამ აღიარა და შვილის მკვლელად შენ დაგასახელაო.
ამ ვერსიაზე მუშაობამ გამოძიება სრულ ჩიხში შეიყვანა და მგონია, რომ რა სამხილებიც არსებობდა, ისიც საერთოდ გამქრალია.“- აცხადებს თათია მექერიშვილი.
წყარო „რეზონანსი“
მასალის გამოყენების პირობები






