გასული 24 საათის განმავლობაში, აღმოსავლეთ უკრაინაში „ბოევიკების“ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 5, ხოლო დაიჭრა 25 უკრაინელი მებრძოლი.
ამის შესახებ ინფორმაციას, მარიუპოლის თავდაცვის შტაბი ავრცელებს.
„დაზავებიდან პირველივე დღეს, უკანონო შეიარაღებული ფორმირებები მინსკის ხელშეკრულებას არღვევენ. „ბოევიკები“ საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ. მათი თავდასხმების შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში დაიღუპა 5, ხოლო დაშავდა 25 უკრაინელი მებრძოლი“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვალს ამოქმედდა. ამის მიუხედავად, „ბოევიკები“ საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაწყების შემდეგ, ბოევიკებმა უკრაინული სამხედროების პოზიციებს 112-ჯერ, დებალცევოს და მიმდებარე სოფლებს კი 88-ჯერ შეუტიეს.
მასალის გამოყენების პირობები






