გაერო-ს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, იგი მიესალმება მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე და შეშფოთებას გამოთქვამს დებალცევოში მიმდინარე სამხედრო შეტაკებების შესახებ.
„გაერო-ს გენერალური მდივანი მიესალება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას, რომელიც 12 თებერვლის მინსკის მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული. ამავე დროს, გენერალური მდივანი სერიოზულად შეშფოთებულია დებალცევოში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო და კვლავ მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას“- ნათქვამია გაერო-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვალს ამოქმედდა. ამის მიუხედავად, „ბოევიკები“ საბრძოლო მოქმედებებს არ წყვეტენ.
მასალის გამოყენების პირობები






