ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი იტალიურ გამოცემა "Corriere della Sera"- თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთაშორისო საკითხების მოგვარებაში, რუსეთი ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნად დარჩება.
მისი თქმით, რუსეთი ევროკავშირს ტერორიზმთან ბრძოლაში, ახლო აღმოსავლეთის საკითხის დარეგულირებაში, ირანისა და სირიის საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.
ფედრიკა მოგერინის განცხადებით, იმ ფონზე როცა „ნორმანდიულმა ოთხეულმა“ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და მსოფლიო აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე მუშაობს, უკრაინის იარაღით მომარაგებაზე მსჯელობა უადგილოა.
ევროკომისარი მინსკის ხელშეკრულებას მიესალმება და მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს.
მასალის გამოყენების პირობები






