ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული „შავი სია“ გააფართოვა.
უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შემოღებულ „შავ სიას“ 19 ფიზიკური და 9 იურიდიული პირი შეუერთდა.
განახლებული სია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
გაფართოებულ „შავ სიაში“ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანატოლი ანტონოვი, სახელმწიფო დუმის დეპუტატი და რუსეთის სახალხო არტისტი, იოსებ კობზონი და სხვა რუსი მაღალჩინოსნები მოხვდნენ.
კობზონი რუსეთის დუმის წევრია და უკრაინის მიმართ პრეზიდენტ პუტინის პოლიტიკას მხარს უჭერს.სექტემბერში, კობზონს საპატიო მოქალაქეობა დაატოვებინა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკმა. უკრაინის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით კი კობზონის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, მისი გვარი შეიტანეს იმ პირების სიაში, ვისაც უკრაინაში ჩასვლა ეკრძალება.
სანქციები დაუწესდათ აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ 14 სეპარატისტსა და 9 ორგანიზაციასაც.
მასალის გამოყენების პირობები






