რატომ არ მიაჩნდა პატარკაციშვილს ივანიშვილი თავის ტოლფასად და სად ქონდა მას საიდუმლო შტაბი
პოლიტიკა - 11:40, 16 Feb, 2015     8078
ბადრი პატარკაციშვილის თანამებრძოლი ვალერი გელბახიანი გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილისა და ბადრი პატარკაციშვილის ურთიერთობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პატარკაციშვილს ივანიშვილი თავის დონედ არ მიაჩნდა:

„რომ გითხრათ, ბადრის ბიძინა უყვარდა-მეთქი, ტყუილი იქნება. ბადრის თავისი წარმოდგენები, შეხედულებები ქონდა და მისგან საქებარს ვერასოდეს გაიგებდით. მიაჩნდა, რომ ბიძინას ის დონე არ ჰქონდა, რაც მსხვილ ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს. ბადრი ამბობდა, მთავარი ჯერ ადამიანობაა და მერე ფულიო. ფასეულობების თვალსაზრისით, არ თვლიდა, რომ მისი ტოლფასი ადამიანი იყო. მტრად არ მიაჩნდა, მაგრამ ბოლო დროს ეჭვობდა, რომ ბიძინა მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო“- აცხადებს გელბახიანი.

ვალერი გელბახიანის თქმით, ბიძინამ სააკაშვილის გვერდით ბადრის ადგილი დაიკავა , თავდაპირველად კი „ვარდების რევოლუციას“ პატარკაციშვილი აფინანსებდა:

„რევოლუციის დროს, მიშას კულუარებიდან ეხმარებოდა- ბადრიმ შტაბი შექმნა, სპეციალისტები ჩამოიყვანა. საიდუმლო შტაბი ავლაბარში , ქალაქის პროკურატურის ყოფილ შენობაში მდებარეობდა, ინსტრუქციები ამ შტაბში ასე ვთქვათ იჭედებოდა და მერე , მიშას შტაბში მიდიოდა“-აღნიშნავს ვალერი გელბახიანი.

გელბახიანის განცხადებით, საჩხერის რაიონში 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის დროს პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის გარკვეული კონსულტაცია გაიმართა, ბიზინა ივანიშვილმა ბადრი პატარკაციშვილს პირობა მისცა, რომ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურას ივანიშვილისგან წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა:

„ბიძინამ უთხრა, მაგ ამბავში არ ვერევი და თუ ვინმე ეტყვის, ბიძინას არ უნდიხარო, ერთ ადგილას პანჩური ამოარტყასო, აი ამ ლაპარაკს შევესწარი... მართალია, ბადრის დეტალები არ უთქვამს, უკმაყოფილო რატომ იყო, მაგრამ მერე ბიძინამ დაწერა, რომ მიშას წინააღმდეგ ბრძოლა შესთავაზა, ძალები გავაერთიანოთ და მიშა დავამარცხოთო, რაზეც უარი უთხრა“- აცხადებს ვალერი გელბახიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42