დანიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა თავდასხმებში ეჭვმიტანილი, 22 წლის ომარ ელ-ჰუსეინი მოკლა.
ამის შესახებ პოლიციას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეიარაღებული მამაკაცი შაბათს კულტურის ცენტრს დაესხა თავს, სადაც მიმდინარეობდა საჯარო დებატები თემაზე "ღვთის გმობა და აზრის თავისუფალი გამოხატვა". თვითმხილველთა ცნობით, შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაახლოებით 40 გასროლა მოახდინა შენობის მიმართულებით. შედეგად დაიღუპა დებატების 40 წლის მონაწილე და დაიჭრა 3 პოლიციელი.
რამდენიმე საათის შემდეგ სროლის ხმა ქალაქის სინაგოგასთან გაისმა, სადაც სასიკვდილოდ დაიჭრა 55 წლის ებრაული წარმოშობის მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ამ დრომდე დაუდგენელია, კავშირშია თუ არა ეს შემთხვები ერთმანეთთან და არის თუ არა ეს თავდასხმები რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული.
მასალის გამოყენების პირობები






