სიტყვათა (სტატუსთა) ჭიდილი
1 წარმოთქმულ სიტყვას შეუძლია ადამიანი უბედნიერესი გახადოს, ან პირიქით, უბედური. ზოგი ასრულებს სიტყვას, ზოგი კი სიტყვებზე ხტუნაობს, ზოგი სიტყვაძუნწია, ზოგს სიტყვას ვერ გააწყვეტინებ. ზოგი სიტყვას არ უფრთხილდება. ზოგი თქმულ სიტყვას ასრულებს, ზოგი კი სიტყვას ბანზე აგდებს. მოკლედ, სიტყვა დიდი იარაღია და ვინც ამ იარაღს ოსტატურად ფლობს, ის ძლიერიცაა.
აგერ იოანე მახარებელმაც ხომ დაწერა, ყველაფერი 1 სიტყვიდან დაიწყოო.
მით უფრო პოლიტიკოსებმა იციან სიტყვის ფასი-ოღონდ უმეტესობამ სათავისოდ. ამომრჩებლებთან ძალიან უხვ და ლამაზ-ლამაზ სიტყვებს აფრქვევენ, მაგრამ როგორც კი სკამზე მოკალათდებიან მაშინვე სიტყვაძუნწნი ხდებიან და ყველაზე ხშირად კი თავიანთი ნათქვამი სიტყვები ავიწყდებათ, ან კიდევ რაც სამწუხაროდ ჩვენს მთავრობას დასჩემდა, ჯერ უხვად დააბრეხვებენ ლამაზ ლამაზ სიტყვებსა თუ დაპირებებს და მერე თვალებაფაფხულებულები გვიბოდიშებენ, ცოტა ბევრი და ნაადრევი მოგვივიდა ამდენი ლამაზი და იმედიანი სიტყვების თქმაო.
მით უფრო თვითოეული სიტყვის მნიშვნელობა იცის ადამიანთა უფლებების დაცვის განხრით მომუშავე პირმა და იურისტმა. მით უფრო იურისტმა კარგად უწყის, თუ ერთ არაზუსტად ან უადგილოდ ნათქვამმა სიტყვამ, შეიძლება მოგებულად ჩათვლილი პროცესი წააგებინოს ან წაგებისთვის განწირული პროცესი 180°-ით შემოატრიალოს მოგებისკენ.
საქმის წარმატებით წარსამართავად აუცილებელია ადამიანმა, მით უფრო პოლიტიკოსმა ის სიტყვა იპოვნოს რომელიც მას, მის საქმეს მომავალში წარმატებას მოუტანს.
ასევეა სახემწიფოთაშორის ურთიერთობებშიც. ნებისმიერი ქვეყნის დიპლომატი ცდილობს აწონილი და დაბალანსებული სიტყვა წარმოთქვას, რომ შემდგომში მის მიერ ნათქვამი თავის სამშობლოს ძვირად არ დაუჯდეს.
სამწუხაროდ ჩვენ ბედი არც აქ გვწყალობს, როგორც წინა მთავრობის წარმომადგენლები, ასევე დღევანდელი მთავრობის და უმრავლესობის წევრები, დაუფიქრებელ ან შეგნებულად მაპროვაცირებელ სიტყვების კორიანტელს აყენებენ.
მაგალითისთვის ქალბატონი თინა ხიდაშელიც კმარა, რომელიც საქართველოსთვის მართლაც რომ მნიშვნელოვან დოკუმენტში ეწინააღმდეგება, ყველანაირად ცდილობს აჩვენოს როგორც ყველაზე ნაკლებმნიშვნელოვანი და გააუფერულოს იმ სიტყვის მნიშვნელობა, რომელი სიტყვაც სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელ რეალობას ასახავს.
სიტყვა "ოკუპაცია", რომელიც დღეს ჩვენი და ჩვენი შვილების მწარე რეალობაა. სიტყვა რომელიც ასახავს საქართველოს სამართლიან მისწრაფებას მიზნისკენ, რომ მან უნდა გააკეთოს ყველაფერი რათა მოხდეს მისი ტერიტორიების დეოკუპაცია. მთელმა ცივილურმა სამყარომ აღიარა საქართველოს უფლება, რომ რახან მისი ტერიტორია არის ოკუპირებული, მას სრული უფლება აქვს იმოქმედოს რომ მოხდეს ამ ტერიტორიების დეოკუპაცია. რამდენიმე ქვეყანამ სცნო ნეიტრალური დოკუმენტები ოკუპირბული რეგიონების მცხოვრებთათვის. ანუ საქართველოს სწრაფვა ჯერ-ჯერობით კიდევ არსებული რამდენიმე მშვიდობიანი გზებიდან ერთ-ერთი.
იმის მაგივრად რომ მთელი საქართველო ვაცნობდეთ მსოფლიოს საქართველოს რეალობას, საქართველოს უმრავლესობის წევრი, პარლამენტარი ქალბატონი თინა ხიდაშელი ითხოვს იმას, რომ ამოვიღოთ სიტყვა ოკუპაცია, შევარბილოთ კანონი ოკუპაციის შესახებ. არ მინდა ვიფიქრო რომ მისი ეს სიტყვები რატომღაც რატომაა სრულ თანხვედრაშია რუსეთის (იმ ქვეყნის ვინც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა) მთავრობის პოზიციებთან. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც აბაშიძე აპირებდა რუსეთში თავის პირველ ვიზიტს, გამოვთქვი ეჭვი რომ დღის წესრიგში დადგებოდა „კანონის ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით“ შერბილება. გავიდა ამ ვიზიტიდან დაახლოებით თვენახევარი და უკვე მიდი აშკარა აქცენტების გაკეთება და სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ ან უნდა გაუქმდეს ან შეეცვალოს ტატუსი ოკუპაციის მუზეუმს და დოკუმენტებში, რომელსაც იღებენ საერთაშორისო ორგანიზაციები ამოღებულ იქნას სიტყვა“ ოუპაცია“.
ქალბატონი თინა ამას მეტად უცნაურად ასაბუთებს, ვითომ საიტყვას არ აქვს მნიშვნელობა, არმედ მთავარია დოკუმენტში რა წერიაო. ვინ-ვინ და ქალბატონმა ხიდშელმა ნამდვილად იცის სიტყვის ძალაც და მნიშვნელობაც, რადგან თავად ის იყო ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იმისა, რომ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ „პოლიტპატიმრის“ სტატუსი მინიჭებოდათ. „პოლიტმატიმარი“-ც ხომ ისეთი სიტყვაა ქალბატონო თინა რომელიც რელობას ასახავს? კი მაგრამ თუ თქვენთვის სიტყვაზე აპელირება არ არის მისაღები, მაშინ რტომ აქტიურობდით რომ მაგ პირებს ეგ სიტყვა „სტატუსად“ მინიჭებოდთ? ამბობთ რომ ეს სიტყვა მათი მდგომარეობის რეალობის გამომხატველია? კი მაგრამ სიტყვა „ოკუპაცია“ არ ასახავს საქართველოს რეალობას თქვენის აზრით?
ყველაზე გასაოცარია რომ ამ სიტყვის ყველა დოკუმენტიდან ამ სიტყვის ამოღებას და ოკუპაციის მუზეუმის წინააღმდეგ მიმართულ აგიტაციას, ხიდაშელის, კაკაბაძის და ზოგიერთ სხვა საქართველოს მთავრობის წევრებს სრულ თანადგომას უცხადებენ ზემოთ ჩამოთვლილთა ძალისხმევით განთავისუფლებული რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ და ეხლა უკვე „პოლიტპატიმრები“ არიან, აგრთვე რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით.
აგერ, ბატონმა პაატამ კიდევ ერთხელ გვახარა, რომ აფხაზი და ოსი სეპარატისტები „მხარეები“ არიან, მათ მხარედ აღიარებას რა შედეგები მოჰყვება ამას იურისტები უკეთ ახსნიან. არ შეიძლება, რომ პოლიტიკოსმა ასე დაუფიქრებლად მიანიჭოს სტატუსები, ვისაც უნდა.
არ მინდა ვიფიქრო, რომ მიზანმიმართულად ახდენენ ზოგიერთები საქართველოს რეალობის ისე შემოტრიალება-წარმოჩენას, როგორც ჩვენს ერთმორწმუნე უფროს ძმას სურს.
ღმერთმა დაგვიფაროს ქართველებო ამისგან.
და ბოლოს, მინდა ჩვენ პოლიტიკოსებმა კარგად დაიმახსორონ ეს სიტყვები:
,,ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა-ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“.
გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ნიუპოსტისთვის
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






