რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და უკრაინას და აშშ-ს მინსკში მიღწეული შეთანხმების დამახინჯებაში ადანაშაულებს და ეჭვის ქვეშ აყენებენ კონკრეტული დებულებების რეალიზაციას.
"ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ უკრაინული მხარის ოფიციალური წარმომადგენლები, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის კლიმკინის სახით, ასევე ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, კერძოდ კი შეერთებული შტატები, სოლიდარობას უცხადებენ უმაღლეს რადაში რადიკალ ნაციონალისტებს და ამახინჯებენ მინსკის შეთანხმების შინაარსს, ასევე ეჭვის ქვეშ აყენებენ დოკუმენტის იმ პუნქტებს, რომლებიც რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და უკრაინის ლიდერებმა აღიარეს. იმის ფონზე, რომ დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლები აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ საუბრობენ, უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ კიევში გაკეთებული მთელი რიგი განცხადებები საგანგაშოა" - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იქვე ნათქვამია, რომ მინსკის შეთანხმების მთავარი მიზანი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, მძიმე შეიარაღების გაყვანა და უკრაინაში კონსტრუქციული რეფორმების განხორციელებაა.
"კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ უკრაინის კონფლიქტის მხარეებს მკაცრად შეასრულონ საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები" - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






