ამის შესახებ უკრაინული ნაციონალისტურ-რადიკალური დაჯგუფების „მემარჯვენე სექტორის“ ლიდერმა დმიტრი იაროშმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„მე მეკითხებიან, თუ რუსეთის ფედერაცია და ტერორისტები შეწყვეტენ ცეცხლს და აღარ ჩაიდენენ ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულებს, თუ დონბასში მშვიდობა დაისადგურებს, „მემარჯვენე სექტორი“ მაინც ჩაშლის სამშვიდობო პროცესს? ვპასუხობ: თუ ასეთი სასწაული მოხდება, „მემარჯვენე სექტორი“-ს მოხალისეთა კორპუსი, როგორც სახელმწიფო ძალოვანი სტრუქტურა, ყველა სხვა პატრიოტულ ძალებთან ერთად მხარს დაუჭერს საპრეზიდენტო კურსს“- წერს იაროში.
„მშვიდობა ჩვენც გვინდა! მაგრამ ვთვლით, რომ მისი მიღწევა მხოლოდ ერთი საშუალებით შეიძლება, რუსულ-ტერორისტულ ფორმირებებზე სამხედრო გამარჯვების გზით“- აცხადებს იაროში.
შეგახსენებთ, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მიუხედავად მინსკში მიღწეული შეთანხმებისა , „მემარჯვენე სექტორი“ არ აპირებდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს დათანხმებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






