უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენ იაცენუკის განცხადებით, უკრაინა მიესალმება „დიდი შვიდიანის“ მიერ მიღებულ განცხადებას , რუსეთის მხრიდან მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში , შესაბამისი ზომების მიღებასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ მივესალმებით „დიდი შვიდიანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლითაც მათ მკაცრი პოზიცია დააფიქსირეს რუსეთის მიმართ , თუკი რუსეთი არ შეასრულებს მინსკის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგად მიღებული შეთანხმების ძირეულ მოთხოვნებს” –განაცხდა იაცენუკმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მინსკის მეორე მემორანდუმმა პირველის ბედი არ გაიზიაროს“- დასძინა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ G7-ის ქვეყნებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს. „იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები მინსკის შეთანხმებას დაარღვევენ, არ შეწყვეტენ ცეცხლს და არ გაიყვანენ სამხედრო ტექნიკას დონბასის ტერიტორიიდან, "დიდი შვიდიანი" მზადა არის მათ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები მიიღოს", - ნათქვამია G7–ის ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში.
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე საათი დარჩა.
მინსკის შეთანხმების მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები 15 თებერვლიდან უნდა შეწყდეს.
მასალის გამოყენების პირობები






