უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ახლადდანიშნული თავმჯდომარე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდების საკითხს გაუწევს კოორდინირებას.
ამის შესახებ, სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ არხთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი უკრაინის იარაღით დახმარებაა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საკითხს გავუწევ კოორდინირებას. მე არ ვარ კონკრეტული დეპარტამენტის თანამშრომელი, მე თავისუფალი პოლიტიკოსი , საქართველოს მოქალაქე ვარ. ყველა დანარჩენი წინადადება, რომელიც უკრაინის მოქალაქეობის მიღებას ეხება, ჩემს საერთო სტრატეგიაში არ ჯდება. მე ჩემს ქვეყანაში დავბრუნდები. მაგრამ ჩვენ ახლა ამ საზოგადოებაში ვიბრძით, საყოველთაო ბრძოლაში, მე რა თქმა უნდა უკრაინელებთან ერთად ვიქნები“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩევლად გუშინ დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






