ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ძალიან შეშფოთებულები ვართ იმ საბრძოლო მოქმედებებით, რომლებიც აღმოსავლეთ უკაინაში, კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მიმდინარეობს. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ ტანკებისა და სარაკეტო სისტემების მობილიზებას ახორციელებს“- განაცხადა პსაკიმ ინფორმაციის წყაროს დადასტურების გარეშე.
პსაკის თქმით, უკრაინის საზღვართან მობილიზებული რუსი სამხედროები, დიდი რაოდენობით საარტილერიო და სარაკეტო სისტემებით, უკრაინელი მებრძოლების პოზიციების დაბომბვას ახორციელებენ.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ესენი რუსი სამხედროები არიან და არა სეპარიტისტები.
რუსმა ჯარისკაცებმა დებალცევოსთან ჰაესაწინააღმდებო თავდაცვითი სისტემებიც განათავსეს“- დასძინა მან.
მისივე თქმით, მზადდება იარაღის დიდი პარტია, „ბოევიკების“ მოსამარაგებლად.
„ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ შეთანხმების სულისკვეთებას, რომელიც ამ კვირას იქნა მიღწეული . ცეცხლის შეწყვეტის მოლოდინში, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს“ - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, მინსკში "ნორმანდიული ოთხეული" 16 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის, სამხედრო ტექნიკის გაყვანისა და ტყვეების გაცვლის საკითხებზე შეთანხმდა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 15 თებერვლიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები






