შს მინისტრის მოადგილემ ოზურგეთში სამოქალაქო საზოგადოებას პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“ გააცნო
სამართალი - 11:35, 14 Feb, 2015     1509

ქალაქ ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამოქალაქო საზოგადოებასა შსს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შსს ადმინისტრაციისა და გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებთან ერთად მოქალაქეებს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ ფარგლებში დანაშაულის პრევენციის, დანაშაულთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის და სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრას, რომელიც ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში შეხვედრები საზოგადოებასთან საქართველოს კიდევ ცხრა ქალაქში ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა მონაწილეობას მმართველობის პროცესში და შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის საზოგადოებაში ინფორმირებულობის ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციას და თემისთვის აქტუალურ საკითხებზე რეაგირებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ქ. ოზურგეთში „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ოფისში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და დისკუსია გამართა. ახალგაზრდებმა სამინისტროს წარმომადგენლებს სამოქალაქო აქტივიზმის, მოხალისეობის და რეგიონის განვითარების შესახებ საკუთარი პროექტები და მოსაზრებები გააცნეს.

„შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით და მისი მხარდაჭერით, ჩვენმა სამინისტრომ დაიწყო ახალი კამპანია, ახალი პროგრამა. ეს არის - „უსაფრთხო ქალაქი“ და საქართველოს 10 ქალაქში ჩვენ გავმართავთ შეხვედრებს ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან. დღეს ასეთი შეხვედრა, პირველი შეხვედრა შედგა გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, რომელსაც ამერიკის მთავრობა აფინანსებს და ვფიქრობ, რომ იყო საკმაოდ საინტერესო. ვინაიდან ჩვენ შევძელით, რომ ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადაგვეცა ის ინფორმაცია და გზავნილები, რასაც ჩვენი სამინისტრო ატარებს და მეორე მხრივ - პასუხი გაგვეცა მათ შეკითხვებზე და ასევე მოგვენიშნა ის პრობლემები, რომელიც ამ ქალაქში და ამ რეგიონში თუნდაც არსებობს. იყო ძალიან კონსტრუქციული და სასარგებლო შეხვედრა იმიტომ, რომ ყველამ მოახერხა თავისი აზრის გამოთქმა. მედიამ აღნიშნა, რომ მედიისთვის გარემო არის ბევრად გაუმჯობესებული და ასევე, მოქალაქეებმა მოგვცეს დიდი და მეტი მოტივაცია, რომ ეს შეხვედრები კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, ეს არის საერთო ანგარიშვალდებულების ნაწილი მოსახლეობასთან და ჩვენი სამინისტრო იქნება ერთ-ერთი მოწინავე კვლავაც გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით. შეკითხევბი არ უნდა დაგროვდეს, მათ აუცილებლად გაეცემა პასუხი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42