უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენუკი CNN-თან ინტერვიუში პუტინის პოლიტიკასა და უკრაინის მომავალზე საუბრობს.
მისი თქმით, ამჟამად შეთანხმების ორო ვარიანტი არსებობს - ცუდი და უარესი.
„ვფიქრობ, რომ ახლანდელი ვარიანტი უკრაინელი ჯარისკაცებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, რომლებსაც ახლა რუსი სამხედროები იარაღს ესვრიან“, - განაცხადა არსენი იაცენიუკმა.
იაცენუკის თქმით, მისთვის მთავარი უკრაინის მიერ საზღვრებზე კონტროლი აღდგენაა, რითაც რუსეთი ბედნიერი ნამდვილად არ იქნება.
„ვლადიმერ პუტინის სიტყვებისა და ხელმოწერილი დოკუმენტების არ მჯერა. გასული წლის სექტემბერში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მინსკის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, თუმცა რუსეთმა ესეც დაარღვია.
1994 წელს ჩვენ უარი ვთქვით ჩვენს ბირთვულ არსენალზე იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაგვეცვა. რუსეთმა, კი რომელიც ამის ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა იყო, პირობა დაარღვია, მოახდინა ყირიმის ანექსია და დაარღვია საერთაშორისო ნორმები.
უკრაინას იმის მყარი გარანტიები სჭირდება, რომ მინსკის შეთანხმების პირობები შესრულდება. რა გარანტიები გვაქვს დღეს? რუსეთის პრეზიდენტის ხელმოწერა ? ეს ჩვენ რეალურ გარანტიებს ვერ მოგვცემს. ყველაზე დიდი კი გარანტია იქნება ის, თუ უკრაინა ძლიერი და თავდაცვისუნარიანი სახელმწიფო გახდება “- განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






