რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე უკრაინელი პილოტის ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველაფერი სასამათლოს გზით უნდა გადაწყდეს.
მინსკის მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მხარეები სავჩენკოს გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ.
„მსგავსი საკითხი მინსკის შეხვედრაზე არ განხილულა. სავჩენკოს თემა უკრაინულმა მხარემ წამოჭრა, თუმცა ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო პროცედურის დასრულებამდე სავჩენკოს არ გათავისუფლებენ. მისი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს“- განაცხადა პესკოვმა.
უკრაინელი პილოტი ქალი 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






