ლედ ზეპელინის სოლისტი, რობერტ პლანტი რუსეთში დაგეგმილ კონცერტზე უარს აცხადებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასტროლებზე უარის მიზეზი დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა.
კონცერტების საორგანიზციო სააგენტოს ხელმძღვანელი, ედუარდ რატნიკოვი ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გასტროლებზე უარის მიზეზებზე საუბრობს.
მისი თქმით, უარის შესაძლო მიზეზი ეკონომიკური თვალსაზრისით არამომგებიანი ზაფხულის სეზონია. თუმცა, "შესაძლოა მუსიკოსი რუსეთში გასტროლებისგან თავს, დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო იკავებს" -განააცხადა რატნიკოვმა.
რობერტ პლანტის კონცერტი რუსეთში ივლისში უნდა ჩატარებულიყო.
სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, "ლედ ზეპელინის" სოლისტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ვიზიტით არის დაინტერესებული. შესაძლოა, პლანტი გასტროლებით თბილისს, ერევანს , ბაქოსა და ალმა-ატას ეწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები






