აშშ რუსეთის მხრიდან მინსკში მიღწეული შეთანხმების შესრულებას სკეპტიკურად უყურებს.
სახელმწიფო დეპარტამენტი საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სანქციების შემოღებასაც არ გამორიცხავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია.
ჯენ პსაკის განცხადებით ფურცელზე მიღწეული შეთანხმება რეალობაში უნდა განხორციელდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის არაფერის მომტანი იქნება, მისივე თქმით რუსეთმა და პრორუსმა სეპარატისტებმა აქამდე მიღწეული შეთანხმებები არაერთხელ დაარღვიეს.
„ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ევროპელ პარტნიორებთან იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება მომავალში გადაიდგას და ჩვენ ისევ ძალაში ვტოვებთ ყველა რესურსს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ,” - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ.
მინსკში მიღწეულ შეთანხმებას დადებითად აფასებს თეთრი სახლის ადმინისტრაცია. საგანგებო განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის აღმოსავლეთიდან დაუყოვნებლივ უნდა გავიდეს მძიმე ტექნიკა და რუსეთმა შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა.
მასალის გამოყენების პირობები






