მინსკის შეთანხმებას ,,ნიუპოსტთან“ საზოგადოება ,,ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ,,რეფორმატორთა კლუბის“ დამფუძნებელი დიმიტრი შაშკინი აფასებენ.
,,ჯერ-ჯერობით ნაადრევია მინისკის ამ შეთანხმებიდან ფუნდამენტალრუი დასკვნის გამოტანა. ჩერჩილი ამბობდა, რომ ნებისმიერი დადებული ხელშეკრულების ფასი რუსეთთან არის ზუსტად იმ ქაღალდის ფასი, რომელზეც ეს შეთანხმება არის დაწერილი. პუტინი და საერთოდ რუსეთის იმპერია ხშირად დებს შეთანხმებებს და ასევე ხშირად არღვევს. საქართველოს ამის ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს როგორც რუსეთის იმპერიასთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან. რაც შეეხება შეთანხმების შინაარსობრივ მხარეს, შეთანხმების ბაზისის არის წინა შეთანხმებები, რომელიც არ სრულდებოდა, ეხლა არსებობს მეტი კონკრეტიზაცია, მეტი დეკლარირებული სურვილი მექანიზმების შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ამ შეთანხმების უზრუნველყოფას მოახდენს.
რაც შეეხება შეთანხმების პრობლემებს, საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი არის პუნქტი, სადაც საუბარია მძიმე არტილერიის გაყვანაზე, გამიჯვნასა და ბუფერული ზონის შექმნაზე, რადგან ზუსტად ასეთივე მიდგომით ჩვენ დავკარგეთ ჯერ გაგრა, ბიჭვინთა და მერე სოხუმი. ანუ პირველი, რაც მნიშვნელოვანია, უკრაინის ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ არსებობს პრეცედენტი, თუ როგორ დაარღვია რუსეთმა ახლო წარსულში შეთანხმება, და რომ საქართველოს ეს დაუჯდა ძალიან ძვირად.
ამდენად, არ შეიძლება რომ უკრაინის ხელისუფლება მხოლოდ დაწერილს ენდოს, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ეუთოს მონიტორინგი, რაც არის ბუნდოვანი. იქ არის მითითებული, რომ ამაზე კონტროლი უნდა აიღოს ეუთომ, მაგრამ უნდ დაველოდოთ, რომ შემუშავდეს კონკრეტული ნაბიჯები, თუ როგორ გაკეთდება ეს ეუთოს მხრიდან. თუ არ იქნება სრული კონტროლი, პუტინი და მისი ბანდა ამ პუქტს გამოიყენებს იმისათვის, რომ მოამზადოს უფრო ძლიერი პლაცდარმი შეტევისთვის“ - აცხადებს შაშკინი.
რუსეთის მხრიდან დროის მოგებას უწოდებს ნიკოლოზ ვაშაკიძე და გარკვეულ გაგრძელებებს პროგნოზირებს, მიუხედავად შეთანხმების ხელმოწერისა, დიპლომატი ხაზს უსვამს, სეპარატისების მხრიდან 2-დღიანი ვადის მოთხოვნას ცეცხლის შესაწყვეტად, რაც მისი თქმით, მოვლენების გამწვავებას არ გამორიცხავს.
,,რუსეთი ასეთ დოკუმენტებს ყოველთვის ხელს აწერს დროის მოგების და ტაქტიკური მოსაზრებებით, დარწმუნებული ვარ ამ პროცესთან გვაქვს საქმე. ცუდია ის, რომ საბოლოოდ დაფიქსირდა გაკრვეული ლეგიტიმაცია სეპარატისტული ხელისუფლების. ცუდია, რომ უკრაინის მხარე საზღვარს ვერ გააკონტროლებს. პარქტიკულად ეს რეგიონები რჩება რუსეთის და სეპარატისტების კონტროლის ქვეშ და მე არ ვარ დარწმუნებული, რამდენად ეფექტური იქნება კონტროლი ამ შეიარაღების დაშორიშორებაზე. ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ რა თქმა უნდა ეს ამბავი ამით არ მთავრდება, გარკვეული გაგრძელებები ამას ექნება.
მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა, მასში ერთი უცნაური მომენტია, სეპარატისტებმა ითხოვეს ორი დღე ცეცხლის შესაწყვეტად, რაც გაუგებარია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი შეეცდებიან მაქსიმალურად გამოიყენონ ეს ორი დღე, მაგალითად, დებალცევოში რომ გარღვევა მოახდინონ. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ ამ ორ დღეში გამწვავებას ველოდოთ.
რაც შეეხება ეუთოს მონიტორინგს, აქ მილიონი საშუალება არსებობს ლავირების. სანამ ეუთოს მისიის მობილიზაცია მოხდება, დიდი დრო გავა და კაცმა არ იცის, რას მოახდენენ ამ დროში“- ამბობს ვაშაკიძე და ამის მაგალითად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოვლენები მოჰყავს.
,,უნდა გვახსოვდეს, რომ იგივე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იყო საერთაშორისო მონიტორინგი, აფხაზეთში გაეროც იყო და ეუთოც, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა დროდადრო პროვოკაციების მოწყობას.
რაც მთავარია, ეს არის ჩვეული, კარგად ნაცნობი მოდელი, იგივე ჩვენს მაგალითზე, როცა ხდება დაფიქსირება იმ სიტუაციის, რომელიც აწყობს რუსეთს და აძლევს მათ საშუალებას, კონტროლი და მანიპულირება მოახდინონ. ფაქტია, ეს ხელშეკრულება აფიქსირებს იმას, რომ იქ სეპარატისტული ძალები, რომელთა შორის და რუსეთს შორის ყოველთვის შეგვიძლია ნიშანი გავატაროთ, ადგილზე იქნებიან და გარკვეული სტატუსიც გააჩნიათ, რადგან ამ ხელშეკრულებების და მოლაპარაკების მონაწილე არიან“ - აცხადებს ვაშაკიძე.
რაც შეეხება შეთანხმებაში პოროშენკოსთვის სასარგებლო დეტალებს, დიმიტრი შაშკინი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ შეთანხმებაში არ არის საუბარი ფედერალიზმზე, რაც უკრაინისთვის ძალიან საშიშია.
,,საუაბრია ლუგანსკის და დონეცკის განსაკუთებულ სტატუსზე, თვითმმართველობაზე. არის საუბარი, რომ თვითმმართველობამ მონაწილეობა უნდა მიიღოს სასამართლოს და პროკურატურის დაკომპლექტებაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არსად არის არის საუბარი პოლიციასა და ჯარზე. ასე რომ ყოფილიყო, უკრაინას მიიყვანდა საბოლოოდ დაშლამდე. თავის დროზე პოროშენკომაც აღნიშნა, რომ ეს არის მისთვის წითელი ხაზები და უნდა იყოს ცენტრალიზებული, რაც აბსოლუტურად სწორია. ანუ ამ მხრივ პოროშენკომ მიაღწია იმას, რაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო“ - აცხადებს შაშკინი.
მისი თქმით, უნდა აღინშნოს, რომ არის პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს სოციალური თემების წამოწევას - პენსიების, ხელფასების, კომუნალური გადასახადების საკითხის ამუშავებას, თუმცა შაშკინი აქვე გაუგებარ ჩანართზე საუბრობს.
,,სოციალურ თემებთან დაკავშირებით ეს პუტნქტი არსებობს, მაგრამ აქ არის გაუგებარი ჩანართი, რომ შეიძლება საბანკო სისტემა ამუშავდეს გაუგებარი საერთაშორისო მექანიზმებით, ცოტა გაუგებარია, როგორ აპირებენ, იქ პირდაპირ წერია, რომ შესაძლო საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით საბანკო სისტემის ამუშავება.
დანარჩენი ეს არის სტანდარტული, რომ უნდა იყოს გაცვლა ტყვეების, ამის შესრულება რუსეთსთვის მარტივია და ვიცით, რომ უკრაინელი მფრინავი ჰყავთ დაკავებული და უზნეოდ ასამართლებენ რუსეთში, გაუშვან და აჩვენონ, რომ მზად არიან შეთანხმების შესრულებისთვის“- აცხადებს შაშკინი და მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმების შესრულება იქნება უკიდურესად რთული იმ ტეიტორიაზე, რომელსაც რუსი ტერორისტები აკონტროლებენ,
,,აქ არის სრული განუკითხაობა. ამხელა ბაზების იქიდან გამოყვანა, რუსეთმა რომც მოინდომოს, რაშიც მე ეჭვი მეპარება, იქნება ძალიან რთული. ღიად უნდა ითქვას, რომ გარდა რუსული რეგულარული ჯარებისა, უკრაინის ტერიტორიაზე არიან ტერორისტული ბანდები, რომლებიც რუსების მიერ არიან კბილებამდე შეიარაღებული და ამის გაკონტორლება თვით რუსებისთვის იქნება რთული.
ჩემი აზრით, პოროშენკომ ძალიან მძიმე პირობებში მაიღწია საუკეთესოს, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო და ეს არის უდაოდ მისი, როგორც პრეზიდენტის საერთაშორისო მიღწევა და ამ რთულ პირობებში მან არცერთი მიმართულებით არ გადალახა წითელი ხაზები, რომელიც უკრაინისთვის მნიშვნელოვანია“- აცხადებს შაშკინი.
შუამავალი ქვეყნების ფაქტორის მნიშვნელობასა და დასავლელი ლიდერების მხრიდან პოროშენკოს მიმართ ირიბ ზეწოლაზე საუბრობს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
,,პოროშენკო გასაგებია, რომ მძიმე სიტუაციაშია, ამ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა რუსული რეგულარული ჯარის მასირებული შეტევა და ელემენტარულად, მას სჭირდებოდა სიტუაციის შეჩერება, მაგრამ ბუნებრივია თვითონ შუამავლების ფაქტორიც მნიშვნელოვანია აქ. კერძოდ, საფრანგეთი და გერმანია თავისი საგარეო საქმეთა მინისტრებით და პირველი პირების სახით, ტრადიციულად ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად დროზე შეაჩერონ სიტუაცია ნებისმიერ ფასად, რომ ეს დაძაბულობა მოხსნან და თუნდაც თავის თავს რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში ყოფნის ვალდებულებები მოუხსნან. ეს მათ ბევრი გაგებით არ აწყობთ, როგორც თვითონ ჰგონიათ, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ, რომ ირიბი ზეწოლის ქვეშ მათი მხრიდანაც იმყოფებოდა პოროშენკო ამ მოლაპარაკებებისას“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
მასალის გამოყენების პირობები






