რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით, უკრაინელ პილოტ ქალს ავტომატურად არ გაათავისუფლებენ, რადგან მისი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.
ამის შესახებ, განცხადებას რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი აკეთებს.
„სავჩენკოს წინააღმდეგ ძალიან სეროიზული ბრალდებებია, საგამოძიებო ორგანოები უნდა მივიდნენ იმ დასკვამდე, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა. უნდა ჩატარდეს სასამართლო, რომელიც მის უდანაშაულობას გადაწყვეტს.
როგორც ჩანს, მინსკში პოროშენკოს მიერ გაკეთებული განცხადება, მისთვის მნიშვნელოვანი იყო. რადგან კიევში სიგნალი გაეგზავნა, რომ სავჩენკოს ბედთან დაკავშირებით რაღაცას მიაღწია“- განაცხადა პუშკოვმა.
შეგახსენებთ, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შემდეგ, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
სავჩენკო 2013 წლის 17 ივნისს სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცეს. მას შემდეგ სავჩენკო პატიმრობაში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






