რუსეთის პრეზიდენტმა, ვლაიდიმერ პუტინმა "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა.
"ეს არ იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო ღამე, თუმცა დილა კარგად გათენდა. მიუხედავად ხანგრძლივი მოლაპარაკებების სირთულისა, ჩვენ მთავარ საკითხებზე შეთანხმება შევძელით.
ჩემი აზრით, მოლაპარაკება ასეთი ხანგრძლივი იმიტომ აღმოჩნდა, რომ უკრაინული მხარე დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტზე უარს აცხადებენ.
ხელი მოვაწერეთ, საკონტაქტო ჯგუფის დოკუმენტს მინსკის შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ. მოლაპარაკებებზე ბევრ რამეზე შევთანხმდით. პირველი, 15 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდება. მეორე, უკრაინული სამხედრო ნაწილები დონბასში უკან დაიხევენ დღევანდელი ურთიერთშეხების ხაზიდან, სეპარატისტები კი იმ ხაზიდან, რომელიც 19 სექტემბრის შეთანხმებით დაწესდა.
ვისაუბრეთ ჰუმანიტარულ საკითებზეც. ვფიქრობ, უკრაინას კონსტიტუციური რეფორმები სჭირდება.
მინდა ორივე მხარეს, ცეცხლის შეწყვეტისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ მოვუწოდო"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა .
მასალის გამოყენების პირობები






