"ირანის ქართული რადიოს" ეთერში გასული ეს ინფორმაცია მაუწყებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეცაა გამოქვეყნებული და ინფორმაციის წყაროდ "თალიბთა პრესსამსახურია" დასახელებული.
"ამ დანაკარგის შემდეგ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების რიცხვი 21-დე გაიზარდა", - იუწყება ირანის ქაღთული რადიო და აღნიშნავს, რომ ავღანეთში ქართველი ახალგაზრდების დაღუპვის ფაქტები საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს. ირანის ქართული რადიო აღნიშნავს, რომ "ქართული მედია ჯარისკაცთა დაღუპვის ფაქტს ჯერჯერობით არ გამოხმაურებია".
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის შესრულებისას სამი ქართველი ჯარისკაცი დაიჭრა: ორი უშუალოდ ოპერაციის მიმდინარეობის დროს, ხოლო ერთი ნაღმზე აფეთქდა მაშინ, როცა პატრულირებდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნაღმზე აფეთქებული ქართველი ჯარისკაცი გერმანიის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიყვანეს და არცერთი დაჭრილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი.
მასალის გამოყენების პირობები






