მინსკში, „ნორმანდიული ოთხეული“ სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებაზე მუშაობენ, რომელსაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები ხელს არ მოაწერენ.
ამის შესახებ, „ევრო პრავდა“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
დოკუმენტი, აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, სამხედრო ტექნიკის გაყვანას და უსაფრთხოების ზონის შექმნას ითვალისწინებს.
„ზახარჩენკო და პლოტნიცკი კომპომისსზე წასვლას და სამშვიდობო დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ. უცნობია, ამას საკუთარი ინიციატივით აკეთებენ, თუ რუსეთის ინსტრუქციებს ითვალისწინებენ“- წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, „ნორმანდიული ოთხეულის“ 14 საათიანი მოლაპარაკებების პირველი ეტაპი დასრულდა და გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა მოლაპარაკება დელეგაციების წარმომადგენლებთან ერთად განაგრძობენ. საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა სამშვიდობო დოკუმენტი შეიმუშავეს, თუმცა, გავრცელებული ცნობით, რუსეთი გარკვეულ პირობებს არ თანხმდება.
მინსკის მოლაპარაკებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






