უკრაინის ეკლესია და სხვადასხვა რელგიური ორგანიზაციები, უკრაინის მოქალაქეებს ქვეყნის დაცვისკენ მოუწოდებენ.
როგორც გამოცემა „ცენზორი“ იტყობინება, ამის შესახებ საუბარია უკრაინის საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მორწმუნე ადამიანს , შეძლებისდაგვარად მიიღონ მონაწილეობა სამშობლოს დაცვაში. გამარჯვების ერთი გზა არმიისკენ მიდის. მეორე კი ჯარის დახმარებაა, იქნება ეს მოხალისეობა, საავადმყოფებში მუშაობა თუ ჯარისკაცების ოჯახებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დამხარება“- ნათქვამია განცხადებაში.
საპატრიარქოს განცხადებაში, გაკიცხულია ის ადამიანები, რომლებმაც დონბასში იარაღი უკანონოდ აიღეს ხელში.
„იმისათვის ,რომ აგრესია გადავლახოთ და ქვეყანაში მშვიდობა დამყარდეს, საზოგადოებისა და ხელისუფლების ყველა შტოს, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ძალისხმევის კონსოლიდაცია უნდა მოხდეს“- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






