რუსეთის ფედერალურ მე-5 არხზე გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ , თუ როგორ ადვილად და სწრაფად შეუძლია რუსულ არმიას ევროპის დედაქალაქებამდე მიღწევა.
გადაცემის ავტორებმა ევროპის დედაქალაქებში რუსეთის არმიის ჩასვლის მიზნად, ამ ქალაქებში გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმის ჩატარება დასახეს.
„ვარშავა- ეს ძალიან ადვილია, მოსკოვიდან პოლონეთის დედაქალაქამდე მხოლოდ 1300 კმ-ია“- აცხადებენ ვიდეოში.
შემდეგ ვიდეოს ავტორებს „ახსენდებათ“ რომ რუსული ჯარი „ დიდი ხანია ბერლინში არ ყოფილა“
„1800 კილომეტრი თანამედროვე არმიისთვის მანძილი არაა, მით უმეტეს, რომ ბევრმა რუსმა ოფიცერმა კარგად იცის გერმანია. მთავარია , რომ მათ იარაღით არ დაიბრუნონ ჩვენი სამხედრო ქალაქები, რომლებიც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანების შემდეგ გერმენელებს დარჩათ“- ამ სიტყვების დროს ვიდეოკადრში ეშვება გერმანიის დროშა და აღიმართება რუსული.
„პრაღა, ჰელსინკი, ვილნიუსი, ტალინი, რიგა- ეს ხომ საერთოდ აქვეა“- აცხადებენ ვიდეოში და ამატებენ, რომ რუსულ ჯარს ამ ქალაქებამდე მიღწევა ფეხითაც შეუძლიათ.
ვიზიტი ლონდონში და ვაშინგტონში, წინასწარ უნდა დაიგეგმოს რადგან იქ მოხვედრა ავიაციის და ფლოტის გარეშე შეუძლებელია- აცხადებენ ვიდეოში.
ვიდეორგოლის ბოლოს გამოთქვამენ სინანულს, რომ „დასავლელ პარტნიორებს არ შეუძლიათ თავისი თვალით ნახონ „ისკანდერი“ და „ სატანა“, რადგან რუსეთის გარეთ მათი ნახვა მხოლოდ ჰაერშია შესაძლებელი".
მასალის გამოყენების პირობები






