,,ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელი არა მხოლოდ ქართულ კინემატოგრაფიაში, არა მხოლოდ ჩვენს რეალობაში, არამედ ჩემის ღრმა რწმენით, საქართველოს ისტორიაში. იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენი კულტურის ჩვენი იდენტურობის ისტორია. თუ რამე გამოსახავს ზუსტად ქართულ სულს და ქართულ იდენტურობას ეს არის ელდარ შენგელაიას ფილმები. რა თქმა უნდა ეს არ არის მხოლოდ ბატონი ელდარი, ეს არის ბატონი რეზო გაბრიაძე, ბატონი რეზო ჭეიშვილი, ესენი არიან დიდი ოპერატორები, დიდი მსახიობები, რომელთანაც ერთადაც მან შექმნა შესანიშნავი თანავარსკვლავედი ქართული კინემატოგრაფის სახეების, მაგრამ ყველაფერ ამას ჭირდება შემკვრელი, ამას ჭირდება გენიოსი და ეს არის ბატონი ელდარი. ეს არის ადამიანი, რომელიც ყველაფერ ახალს იღებს და ითავისებს, ესეც გენიოსის დამახასიათებელი თვისებაა’’- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველო ისეთი იქნება, როგორც ერთაოზს წარმოედგინა, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, როგორც ჩვენ ყველას გვინდა, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ელდარ შენგელაიას,
,,ბატონო ელდარ, მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა ყველანი გავფრინდებით აუცილებლად. ჩვენი ქვეყანაც გაფრინდება, ყველა იმის ჯინაზე, ვისაც უნდა, რომ მიწაზე დაგვსვას, დაგვამიწოს, სადღაც ცხრაკლიტულში მოგვათავსოს. არავის არაფერი გამოუვა. ყველა ჩვენი თამამამი ნატვრა ახდება, ყველაზე უფრო გაბედული რაღაცეები მოხდება და საქართველო ისეთი იქნება, როგორც ერთაოზს წარმოედგინა, როგორც თქვენ წარმოგედგინათ, როგორც ჩვენ ყველას გვინდა’’, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თავის მხრივ, ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ბრწყინვალების ორდენის გადაცემისთვის,
,,მადლობა პრეზიდენტს დაჯილოდებისთვის, ასეთი დახასიათებისთვის. ყველანაიარად ვეცდები, აქამდე როგორც შემეძლო, ისე ვემსახურო ჩემს ხალხს და ვიდრე ღმერთი ამ ქვეყანაზე ცხოვრების უფლებას მომცემს, ვემსახურები ჩემს ხალხს და ვფიქრობ, კიდევ რამდენიმე კინო გადავიღო, თუ მოვასწარი’’, - აღნიშნა შენგელაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






