მიცვალებულების რომელი კატეგორია არ შეიძლება ჩაიწეროს მოსახსენიებლებში
რელიგია - 15:35, 11 Feb, 2015     34170
ტრადიციულად, წირვის დაწყების წინ, ქრისტიანები ყიდულობენ სეფისკვერს და გზავნიან საკურთხეველში მოსახსენიებელთან ერთად. სეფისკვერი ორნაწილიანი კვერია. სეფისკვერის ორნაწილიანობა სიმბოლურად შეესაბამება მაცხოვრის ორ ბუნებას – ღვთაებრივსა და კაცობრივს. სეფისკვერის ზედა ნაწილზე გამოისახება ჯვარი, წარწერით: „იესო ქრისტე ძლევაი“. წირვის ჩასატარებლად აუცილებლად მზადდება ხუთი დიდი ზომის სეფისკვერი და ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. წირვის პირველ ნაწილში, იმ დროს, როდესაც იკითხება მესამე და მეექვსე ჟამის ლოცვები, საკურთხეველში მღვდელი აღასრულებს კვეთას, ანუ, ხუთივე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს. პირველი სეფისკვერიდან, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვარს – ჩვენთვის დაკლულ ღვთის ტარიგს, ამოიღება ნაწილები, რომლითაც, ევქარისტიული კანონის შესრულების შემდეგ, ხდება მორწმუნეების ზიარება. კვეთის დროს მღვდელი კითხულობს ლოცვებს, რომლებშიც მოიხსენიება მაცხოვრის შობა, ვნება, ასევე, წინასწარმეტყველებანი და სწავლანი მაცხოვრის შესახებ. მეორე სეფისკვერიდან ამოიღება ნაწილები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე; მესამე სეფისკვერიდან – ნაწილები წინასწარმეტყველთა, მოციქულთა, მოწამეთა, აღმსარებელთა და ყოველთა წმიდათა სახელზე, მეოთხე სეფისკვერიდან – ცოცხალთათვის; მეხუთედან კი – მიცვალებულთათვის. ასევე ხდება მორწმუნეთა მიერ შეგზავნილი მცირე ზომის სეფისკვერების კვეთა და მოსახსენიებელში ჩამოწერილ მონათლულ ქრისტიანთა სახელების მოხსენიება.

„კვეთაზე ხდება განსახიერება ტარიგის გარშემო შეკრებილი მთელი ზეციური და მიწიერი ეკლესიისა; ტარიგისა, რომელმაც ამსოფლის ცოდვები იტვირთა“... – წერს წმიდა იოანე კრონშტადტელი იმ ნაწილების შესახებ, რომლებიც სეფისკვერებიდან არის ამოკვეთილი და ფეშხუმზეა დასვენებული. სეფისკვერის შეწირვის ტრადიცია უძველესია. პირველ ქრისტიანებს, ჩვეულებისამებრ, წმიდა ლიტურგიაზე მიჰქონდათ პური და ღვინო, რაც განკუთვნილი იყო ღვთისმსახურებისთვის. წმიდა საიდუმლოთა შესრულებისთვის საკმარისი იყო ერთი პური და, რადგანაც, ყველას სურდა, რომ მათ მიერ შეწირული პური ყოფილიყო არჩეული ტარიგად, ამიტომ, ეკლესიამ დაადგინა: წმიდა შესაწირავისთვის ამოერჩიათ ერთი საუკეთესო პური, ხოლო დანარჩენი პურებისგან ამოეღოთ ნაწილები მათ შემომწირველთა სახელების მოხსენიებით. ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ნაკვეთ პურებს ღვინოსთან ერთად არიგებდნენ საერთო ტრაპეზზე, რომელიც იმართებოდა გლახაკთათვის. ამდენად, პურის შეწირვა ამავე დროს იყო გამოხატულება ქრისტესმიერი სიყვარულისა და კეთილმოღვაწეობისა. თუ ვისი სახელები უნდა ჩავწეროთ მოსახსენიებელში, საღვთო ლიტურგიის რომელ ნაწილში აღესრულება საკურთხეველში მოხსენიება, ამის შესახებ ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი) ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრობს :

– ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს მოეხსენება, რომ საღვთო ლიტურგია, იგივე წირვა, შედგება სამი ნაწილისგან: პირველი ნაწილი არის „პროსკომიდია“, ანუ ძღვენის მოტანა, მობრძანება; მეორე – „კათაკმეველთა ლიტურგია“, ანუ, ამ დროს ხდება იმ ადამიანთა ზიარება, რომლებმაც „ნათელ იღეს“ და მოძღვარმა მათ მისცა ზიარების უფლება. „პროსკომიდიაზე“, ანუ ლიტურგიის პირველ ნაწილში, აღესრულება საკურთხეველში მოხსენიება. ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა უნდა იცოდეს, რა ევალება.
– ადამიანებს ხშირად უნდათ საკუთარი ახლობლების მოხსენიება, მათთვის პანაშვიდის, პარაკლისის გადახდა, შეკვეთილი წირვის აღსრულება. მათ უნდა იცოდნენ, რომ, თუ არ აქვთ იმის საშუალება, ყოველივე ეს გააკეთონ, სასურველია, მოსახსენიებელში დაწერონ გარდაცვლილის სახელი და რამდენიმე სეფისკვერთან ერთად შეგზავნონ საკურთხეველში. თუმცა, ბევრმა არ იცის, ვისი მოხსენიება შეიძლება და ვისი – არა. ჩვენ ქართველები ვართ და საკუთარ თავს ხშირად ბევრის უფლებას ვაძლევთ. გვინდა, რომ მთელი საგვარეულო, ნათესავები, მეზობლები მოვიხსენიოთ. სურვილი კარგია, მაგრამ, მთავარი ის არის, გვაქვს თუ არა ამის უფლება და ამით უხერხულ მდგომარეობაში ვაყენებთ საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ყველას მოხსენიება არ შეიძლება. უპირველეს ყოვლისა, შეიძლება მოიხსენიება იმ ადამიანებისა, ვინც ნათელ იღეს წმიდა სამების სახელით და ღმერთის გარკვეული სასოება გააჩნდათ, იყვნენ აღმსარებლები, მაზიარებელნი და სასოებდნენ ღმერთს. ჩვენი წინაპრები, შეიძლება, მონათლულები იყვნენ, მაგრამ, ისინი არ ამბობდნენ აღსარებას, ზიარებას არ იღებდნენ, რადგან მაშინ ამის საშუალება არ იყო. ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, მივცეთ თავს უფლება, რომ მოვიხსენიოთ ის ადამიანები, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს; ვიცით, რომ ისინი იყვნენ კეთილი ადამიანები, არ იყვნენ ღვთისმგმობელები, არ ანგრევდნენ ტაძრებს, ხატებს არ წვავდნენ – მათი მოხსენიება შეიძლება.


– უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს მიცვალებულთა სამი კატეგორია: პირველი – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც წმიდანებს ვუწოდებთ და, ჩვენ კი არ ვიხსენიებთ მათ, არამედ პირიქით, ისინი გვიხსენიებენ და ჩვენი მეოხნი არიან ღვთის წინაშე; მეორე კატეგორია მიცვალებულებისა ისინი არიან, რომლებზეც წმიდა წერილი, კერძოდ კი, იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: მათზე ნუ ილოცებთ. ესენი არიან ღვთისმგმობი ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ მონათლულები ან შეგნებულად ებრძოდნენ ეკლესიას. ბუნებრივია, მათ გამო ღმერთს ვერ შევაწუხებთ და არც გვაქვს ამის უფლება. ადამიანი, რომელიც ღვთისმგმობელობაში გარდაიცვალა, სექტანტი იყო, მწვალებელი ან ეკლესიის მტერი, მათ მოხსენიებას აზრი არ აქვს; რაც შეეხება მესამე კატეგორიას, ესენი არიან ჩვენი უახლოესი წინაპრები, რომელთა ცხოვრებაც გვახსოვს, ვიცით, რომ ისინი იყვნენ მონათლულები, კეთილები და არა ღვთისმგმობელები. ასეთ ადამიანებზე შეიძლება ილოცოს ეკლესიამ „პროსკომიდიაში“, კვეთაში მოიხსენიოს. კარგი იქნება, ამ შემთხვევაში თუ მოძღვარს დაველაპარაკებით.


– ხაზგასმით მინდა აღვნიშნო რომ, თუ ადამიანი არ იყო მონათლული, რაც არ უნდა შესწიროს მისმა ახლობელმა, მისი მოხსენიება მაინც არ შეიძლება. ის ეკლესიის წევრი არ იყო და, შესაბამისად, მას ეკლესია ვერ აღმოუჩენს დახმარებას. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, გვაქვს თუ არა ამა თუ იმ ადამიანის მოხსენიების უფლება. ხომ შეიძლება, იმ ადამიანს საერთოდ არ უნდოდეს, შენ რომ იხსენიებ?! მის სახელზე მოკვეთილი წმიდა ნაწილები წირვის დასასრულს ჩაბრძანდება წმიდა ბარძიმში და, შეიძლება, მას საერთოდ არ უნდოდეს სიწმიდეში ყოფნა, ეკლესიასთან ურთიერთობა და თქვენ მათ ძალით აყენებთ ამ მდგომარეობაში. არა მხოლოდ მიცვალებულების, არამედ ცოცხლების, ანუ შვილების, მეუღლეების მოხსენიების შემთხვევაშიც, ალბათ, გარკვეული სიფრთხილის გამოჩენა გვჭირდება. დედებს და მამებს უყვართ შვილების მოხსენიება. თუ შვილი ამორალურ ცხოვრებას ეწევა და ამ დროს დედა მას კვეთაში იხსენიებს, ეს არ შეიძლება. უკეთესია, მან შვილი მოიხსენიოს პირადად, დილა-საღამოს ლოცვებში, ან, პარაკლისი გადაახდევინოს მოძღვარს. ვთქვათ, შვილი გეურჩებათ, არ იქცევა კარგად, მას მაინცდამაინც კვეთაში ნუ მოიხსენებთ, პირიქით, მისთვის ილოცეთ, პარაკლისი გადაუხადეთ. მომავალში, პარაკლისებიდან და დედ-მამის პირადი ლოცვებიდან გამომდინარე, თუ შვილს გაუჩნდება სურვილი, ეკლესიაში იაროს, ახალი მოსულია ტაძარში, მაშინ შეიძლება მისი მოხსენიება კვეთაში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42