სპეციალისტების განცხადებით კარგი იქნება თუ აიღებთ ერთ წითელ, ერთ ლურჯ და ერთ ოქროსფერ ღილს და იმ ჩანთის სარჩულზე გამოაკრავთ, რომელსაც ყოველდღე ატარებთ. ის ერთგვარი თილისმა და დამცველი იქნება თქვენთვის და ესეც ბედნიერებას და წინსვლას გიქადით. არამც და არამც არ იქონიოთ სახლში გატეხილი ღილი, ეს ცუდის ნიშანია. ასევე, თუ ტანსაცმელზე ღილი გატყდა, ის სასწრაფოდ მიუშვირეთ გამდინარე წყალს, შემდეგ ცეცხლის ალზე შემოატარეთ და ისე გადააგდეთ. ამით თავს დაიცავთ შესაძლო საფრთხისგან.
ასევე არ შეიძლება ღილის დაკერება ღამის საათებში, პარაფსიქოლოგების თქმით ღამის საათებში არ არის სასურველი ფრჩხილისა და თმის მოჭრაც, რადგან ასე, სიცოცხლეს იმოკლებთ. თუ ტანსაცმელზე ღილი აგძვრათ, ჯობია, დაელოდოთ დილას და მერე დააკეროთ. ამით ბევრ უსიამოვნებას დააღწევთ თავს. ესეც ძველი წესია და ამასაც განსაკუთრებულად იცავდნენ ჩვენი უფროსი თაობის წარმომადგენლები. ყოველთვის ვამბობ, თუ შეგიძლია, რომ თავი დაიზღვიო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. თუ ბედს მინდობილი ხარ და არაფერს აკეთებ იმისთვის, რომ უკეთესობისკენ შეცვალო რაიმე შენს ცხოვრებაში, მაშინ ნუღარც დაიწუწუნებ, კარგი არაფერი ხდებაო. ეს აქსიომაა და მტკიცება არ სჭირდება- აცხადებენ პარაფსიქოლოგები.
მასალის გამოყენების პირობები






