ამერიკის პრეზიდენტ, ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს შორის სატელოფონო საუბარი შედგა.
გავრცელებული ინფორმაციით, ობამამ პუტინს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით დაურეკა და საუბარში ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. აშშ-ის პრეზიდენტმა, კიევსა და პრორუს სეპარატისტებს შორის მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
ბარაკ ობამამ შეშფოთება გამოთქვა კონფლიქტის შედეგად მსხვერპლის რაოდენობის ზრდის შესახებ და დასძინა, რომ მინსკის მოლაპარაკებების წარმატების იმედი აქვს.
თუმცა, ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუკი რუსეთი სეპარატისტების მხარდაჭერას განაგრძობს, ეს მას ძვირად დაუჯდება.
მოსკოვი, უკრაინის კონფლიქტში უშუალო მონაწილეობას უარყოფს.
კრემლს, ობამა-პუტინის სატელეფონო საუბრის საკუთარი ვერსია ჯერ არ გამოუქვეყნებია.
მასალის გამოყენების პირობები






