შსს-მ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
სამართალი - 10:43, 11 Feb, 2015     1368

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პლასტიკური ბარათებიდან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლების ფაქტზე, თბილისში მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული, წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი გიორგი ს. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ს. ავტოსამრეცხაოს და საავტომობილო ზეთების მაღაზიის მფლობელი და დირექტორი იყო. მან ერთ-ერთ ბანკთან გააფორმა ხელშეკრულება და სამუშაო ადგილზე დააყენა ბანკის პოს-ტერმინალი. 2014 წლის 14 ოქტომბერს ტერმინალის საშუალებით ჩატარებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება გამოვლინდა. კერძოდ, ერთი საათის განმავლობაში დაფიქსირდა 9 საბანკო ოპერაციის მცდელობა, რომელთაგან წარმატებულად 2 განხორციელდა. საბანკო ოპერაციების მცდელობა ჩინეთის რესპუბლიკის 1 პლასტიკური ბარათის და ამერიკის შეერთებული შტატების 8 პლასტიკური ბარათის მონაცემებით ჩატარდა. წარმატებით განხორციელებულმა საბანკო ოპერაციებმა ჯამში 13 000 ლარი შეადგინა. წარმატებით განხორციელებული ორი ტრანზაქციიდან ერთ შემთხვევაში განაღდებული იქნა 4 200 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 8 800 ლარი. დადგინდა, რომ პლასტიკური ბარათები, საიდანაც თანხები მოიხსნა, რეალური მფლობელების მიერ დაკარგულად იყო გამოცხადებული. ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით აღნიშნულ ბანკს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

გამოძიება არაერთგზის ჩადენილი დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლების და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით). გამოძიებას ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველო აწარმოებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42