"კობა ხარშილაძე არ იყო მხოლოდ დაცვის უფროსი. ის 1990-იანი წლებიდან იყო მისი თანამებრძოლი და ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი და ეს კარგად იცის ჟვანიას ძმამ და მისმა ოჯახმა და ისიც არ არის გასაკვირი, რატომ ჰყავდა ის დაცვის უფროსად. ის იყო უსაზღვროდ დიდი ნდობით აღჭურვილი პირი. დაცვის ბიჭები ზურაბ ჟვანიას ღირსების დასაცავად ინახავდნენ დეტალებს. პროკურატურაში ამ ფაქტების უგულვებელყოფენ, რომ მოხდეს საკუთარი ვერსიის დადასტურება. ეს სრული ბლეფია. დანაშაულის რაიმე ფორმით არსებობა არ დასტურდება. ეს არის განტევების ვაცის პოვნა და მორიგი პიარი საიმისოდ, რომ მთელი ეს დაპირებები ჟვანიას საქმეზე შექმნილი მითები გაამართლონ," - აცხადებს ბექა ბასილაია.
გოგლა ჟვანიას განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრემიერის გარდაცვალების დღეს არატრადიციული სექსუალური სცენის დადგმა მოხდა, ბასილაიამ მცდარი ვერსია და სიცრუე უწოდა:
"12 საათზე შედიან ერთად, 3 საათზე პოულობენ ერთად გარდაცვლილებს. მე ნუ დამარქმევინებთ სახელს ყველაფერზე. ამასთან დაკავშირებით კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია თავის სასამართლოს პროცესზე ისაუბრობენ. თუ ეს იყო ინსცენირებული, რა უშლის პროკურატურას ხელს, რომ FBI-ის დასკვნა გამოაქვეყნონ და მე მომაკეტინონ? მაგრამ ეს არის იმ სიცრუის გაგრძელება, რაც აქამდე ისმის," - აცხადებს ბექა ბასილაია.
მასალის გამოყენების პირობები






