გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ძმის გოგლა ჟვანიას განცხადებით, ზურაბ ჟვანიასა და იუსუპოვის გარდაცვალების ადგილზე მათ შორის არატრადიციული სექსუალური ურთიერთობის სცენა დადგეს.
ამის შესახებ მან განცხადება თოქშოუ "არჩევანში" სატელეფონო ჩართვისას გააკეთა.
ის გადაცემაში დაუგეგმავად მას შემდეგ ჩაერთო, რაც "არჩევანში" FBI-ის ექსპერტიზის დასკვნის ის ნაწილი გახმაურდა, რომელიც აქამდე საიდუმლოდ რჩებოდა.
მან თქვა, რომ მისთვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ გარდაცვალების ადგილას მართლაც არატრადიციული სექსუალური აქტის სცენა დახვდათ და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ამის შესახებ იცის და დღეს გადაცემაში გახმოვანებულ ინფორმაციაში ახალი არაფერი ყოფილა.
თუმცა, მისივე თქმით, ეს სცენა დადგმული იყო, რადგან მაშინდელ ხელისუფლებას სურდა, საზოგადოებას ეს ვარიანტი დაეჯერებინა.
მასალის გამოყენების პირობები






