ყოფილი პროკურორის თქმით საქმის მასალებში აღიშნული ფაქტი, რომ სახლში სადაც ყოფილი პრემიერი გარდაცვლილი იპოვეს, ჟვანიას და უსუპოვის დნმ-ს კვალი მრავალ ადგილზე აღმოჩნდა, მეტყველებს იმაზე, რომ ეს ბინა მრავალჯერ იქნა გამოყენებული და აღნიშნული პიროვნებები იქ არაერთხელ ყოფილან.
მისი თქმით, დღევანდელი პროკურატურა საქმის გაყალბებას ცდილობს.
"ის, რომ რაღაც ტიპის გაყალბებები ხდება, ეს არის დღევანდელი პროკურატურის გავლენის ქვეშ მყოფი პროკურატურის ერთ-ერთი ვერსია. ეს არის დიდი მითის ნაწილი. ეს არის ის მითი, რომელიც გამოიყენა პოლიტიკურმა ნაწილმა და პოლიტიკოსებმა დივიდენდებისათვის, მაგრამ რეალობა სხვა არის. არსებობს მითი, რომელსაც ბოლო 2 წელია, კვებავენ კონკრეტული ადამიანებით, სწირავენ კონკრეტულ ადამიანებს და არ არის გამორიცხული, გაგრძელდეს ეს აბსურდის თეატრი," - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
ზოდელავას განცხადებით, ზურაბ ჟვანიას ძმამ გოგლა ჟვანია "ეფბეაის" დასკვნას გაცნობილია და მას , ისევე როგორც ოჯახის სხვა წევრებს აქვთ ინფორმაცია ამ მასალებში ასახულ პირადი ცხოვრების დეტალებზეც.
მასალის გამოყენების პირობები






