რა წერია ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე FBI-ს სკანდალურ დასკვნაში
სამართალი - 22:09, 10 Feb, 2015     6335

"რუსთავის 2”-ს კონფიდენციალურმა წყარომ ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს იმ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი მიაწოდა, რომელიც ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის საქმეზე მომზადდა.

დასკვნები 2005, 2006 და 2007 წლებით თარიღდება და მათში დეტალურად არის აღწერილი შემთხვევის ადგილი, ყველა ნივთი და ყველა ნივთიერება, რომელიც გამომძიებლებმა ბინაში აღმოაჩინეს.

ნივთ-მტკიცებულებები დეტალურად არის აღრიცხული და დანომრილი. დოკუმენტში ასევე მითითიებულია, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის დნმ-ის კვალი რამდენიმე განსხვავებული ტიპის ნივთზეა აღმოჩენილი.

მათ შორის არის არა მარტო ჭიქა და სიგარეტის ნამწვავი. დნმ-ის კვალი ასევე აღმოჩენილია ხალათებსა და ზეწარზეც.

დასკვნაში ასევე სწერია, რომ გაზის გამათბობელი დამონტაჟებული იყო არასწორად. კერძოდ, არ ჰქონდა სათანადო ვენტილაციის სისტემა, რომელიც გაიტანდა აირს გამათბობლიდან, რამაც გამოიწვია ჰაერის ცუდი ხარისხი ბინაში.

FBI ამბობს, რომ ბინა ჰერმეტულად იყო დახშული. ანუ, პრაქტიკულად იყო ჰაერგაუმტარი და ტესტირების მომენტისთვის გარე ატმოსფეროდან ჰაერის შეღწევა არ ხდებოდა.

დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ვიზუალური დათვალიერებით, გამათბობელი არ აღმოჩნდა ფიზიკურად დაზიანებული. თუმცა, ვიზუალური და ფიზიკური ტესტირებით გამათბობლის და გარესივრცის შემაერთებელი გაუმართავი აღმოჩნდა.

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს საბოლოო დასკვნაში კი სწერია შემდეგი:

”2005 წლის თებერვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი ნაპოვნი იქნენ გარდაცვლილები ნახშირბადის მონოქსიდით მოწავლის აშკარა ნიშნებით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე პირის სიკვდილი გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით, მყისიერად დაიწყო საჯარო სპეკულაციები შესაძლო პოლიტიკურ მკვლელობასთან, ბინძურ თამაშთან და გარდაცვალების უცნაურ გარემოებებთან დაკავშირებით.

"ამის გამო საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა გამოძიების ფედერალური ბიუროს დახმარება. გარდაცვლილების მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, FBI-ის გამოძიებაში ჩართვამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა და მაღალი სენსიტიურობის მქონე საკითხად ჩაითვალა. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გააკეთა საჯარო განცხადება, რომ გამოძიებაში FBI ჩაერთვებოდა, რაც მედიამ და საერთაშრისო საზოგადოებამ შეაფასეს როგორც უკიდურესად პოზიტიური ნაბიჯი.

"ინციდენტიდან ოთხი დღის შემდეგ შემთხვევის ადგილზე "საშიშ ნივთიერებებზე რეაგირების ჯგუფი" ჩავიდა დიდი რაოდენობის უახლესი სამეცნიერო აღჭურვილობით და მეცნიერთა ფართო შემადნელობით. ამ ჯგუფმა მოახდინა ინციდენტის გარემოებათა რეკონსტრუქცია და ჩაატარა ოთხსაათიანი ტესტი, რომლის დროსაც გაიზომა ბინაში ჰაერის ხარისხი, ცხედრების აღმოჩენის მომენტთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში.

"ტესტირების და არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად ჯგუფს არაფერი აღმოუჩენია ისეთი, რაც წინააღმდეგობაში იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების წინასწარ დასკვნასთან, რომ პრემიერ-მინისტრი და ვიცე-გუბერნატორი გარდაიცვალნენ ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის შედეგად, რაც გამოიწვია გაუმართავმა გამათბობელმა,” - ნათქვამია FBI-ის დასკვნის გასაიდუმლოებულ ნაწილში.


წყარო http://rustavi2.com/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42