დაკავებულ მსაჯებს საპროცესო გარიგება გაუფორმდათ
სამართალი - 19:53, 10 Feb, 2015     714
პროკურატურამ კომერციული მოსყიდვის საქმეზე ბრალდებულ მსაჯებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.
ბრალდებულებს პატიმრობის ვადად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი, თუმცა, ამ ვადიდან ნაწილი პირობით მსჯავრად ჩაეთვალათ.
ხუთ ბრალდებულს, თორნიკე გვანცელაძეს, ალექსანდრე გუნთაძეს, ზვიად ასკაროღლის, თეიმურაზ ხუჭუას, ირაკლი ურუშაძეს საპროცესო შეთანხმების თანახმად, რეალურ სასჯელად განესაზღვრათ, 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანარჩენი ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად. ასევე, დაეკისრათ 3 -3 ათას ლარიანი ჯარიმა და თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის ვადით ჩამოერთვათ. რაც შეეხებათ, ასევე ბრალდებულებს ოთარ ხეცაძეს და მამუკა ურუშაძეს, როგორც პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 1 წლის გატარება მოუწევთ. დანარჩენი სამი წელი კი, პირობით მსჯავრად ჩაითვლება. გარდა ამისა, ხეცაძეს დაეკისრა ჯარიმა 15 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო მამუკა ურუშაძეს - 10 ათასი ლარის ოდენობით. რაც შეეხება ბრალდებულ ონისე მოლოდინაშვილს, როგორც ორგანიზატორი ის დამნაშავედ სამ ეპიზოდში ცნეს. საბოლოოდ, მას რეალური სასჯელის ვადად 1 წელი და 2 თვე განესაზღვრა. დანარჩენი - პირობით მსჯავრი. ასევე, მას დაეკისრა ჯარიმა 2 ათასი ლარის ოდენობით და აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლით.
პროკურორის თქმით, ჩხრეკის დროს ამოღებული თანხები მფლობელებს დაუბრუნდებათ. ხოლო რაც შეეხება ოპერატიულ სახსრებს, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია და გასაჩივრებას აპირებს. შეგახსენებთ, რომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, 8 მსაჯი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ, საშუალებას აძლევდნენ, წინასწარ შეთანხმებული ჯარიმების რაოდენობის მიხედვით, ფსონით მოგება მიეღოთ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42