
საერთაშორისო ბანკ HCBS-ის ჟენევის ფილიალი სკანდალში გაეხვა.
ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა ვებგვერდზე საიდუმლი ანგარიშების სია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვიდაც HCBS-ის ჟენევის ფილიალი ათობით ქვეყნის 100 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გადასახადების თავის არიდებაში და ნარკოტიკებისა და იარაღის კონტრაბანდით ნაშოვნი ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.
დოკუმენტები, რომლებიც ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში, 2005-2007 წლის ანგარიშებს ასახავს, რომელიც დაახლოებით 120 მილიარდი დოლარის აქტივებს მოიცას. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბანკის ანგარიშზე არსებული ყველაზე დიდი თანხა ვენესუელის მთავრობას ეკუთვნის და 12.6 ათას დოლარს შეადგენს.
სკანდალური დოკუმენტები 2007 წელს ბანკის თანამშრომელმა გაიტაცა და ფრანგულ გამოცემა "მონდს" გადასცა. რედაქციამ, ინფორმაცია იმ პირობით გაავრცელა თუ ჟურნალისტებს ამის გამო პრობლემები არ შეექმნებოდათ.
ლონდონის სათაო ოფისში განაცხადეს, რომ შვეიცარიული ფილიალი აღიარებს დანაშაულს და უკანონო ქმედებებზე პასუხისმგებლობას იღებს. მათი თქმით, ჟენევის ოფისი საკრედიტო ორგანიზაციასთან სრულად ინტეგრირებული არ იყო, თანაც ბანკმა 2007 წლის შემდგე რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ რამდენიმე ღონისძიებაც გაატარა.
HSBC ერთერთი უმსხვილესი ფინანსური კონგლომერატია მთელს მსოფლიოში. ბანკს მსოფლიოს 84 ქვეყანაში 6 900-ზე მეტი ფილიალი აქვს.
დოკუმენტების გამოაშკარავების შემდეგ შესაძლებელია, ქვეყნებმა დიდი ოდენობით გადაუხდელი თანხა ამოიღოს.
მასალის გამოყენების პირობები






