კოცნა- მარტივი მოქმედებაა , რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს მრავალფეროვანი ემოციები : ტირილი, სიცილი, გულის წასვლა და ა.შ . კოცნა ძირითადად სიყვარულის გამოსახატავად გამოიყენება.
მსოფლიოში 20 ყველაზე ცნობილი და შთამბეჭდავი კოცნა დასახელდა, რომელმაც თავის დროზე კრიტიკა, მოწონება ან სკანდალი გამოიწვია, მათ შორისაა:
1. ბერტ ლანკასტერის და დეორა კეპის სასიყვარულო სცენა 1953 წელს გადაღებულ ფილმში „ამიერიდან და სამუდამოდ“.

2. ლეგენდარულ კოცნებს შორისაა კლარკ გეიბლისა და ვივიენ ლის ამბორი ფილმში "ქარწაღებულნი". „შენ უნდა გკოცნიდნენ , უნდა გკოცნიდნენ ხშირად და ამას უნდა აკეთებდეს ის, ვინც იცის როგორ უნდა კოცნა“ ეუბნება გეიბლის გმირი რედ ბატლერი სკარლეტს. მათი კოცნის სცენას საპატიო ადგილი უკავია ლეგენდარულ კოცნებს შორის.
3. სიაში ასევე მოხვდა ნაკლებ რომანტიული, მაგრამ ცნობილი კოცნა პოლიტიკოსების "შესრულებით". საუბარია 1979 წელს ერიხ ჰონეკერსა და ლეონიდ ბრეჟნევის კოცნაზე.
4. 1950 წელს ფრანგმა ფოტოგრაფმა რებერ დუანომ თავისი ყველაზე ცნობილი ფოტო გადაიღო, შეყვარებული წყვილის კოცნა პარიზის ხალხმრავალ ქუჩაში. რომელიც ასევე ლეგენდარული კოცნის ოცეულში მოხვდა.

5. შთამბეჭდავ სცენად ითვლება და ამ ოცეულში მოხვდა ჰიტ ლეჯერის და ჯეიკ ჯილენჰალის კოცნის სცენაც ფილმიდან „კუზიანი მთა“ . 2005 წელს გამოსულ ფილმში ორი ჰომოსექსუალი მამაკაცის რთული და რომანტიული სიყვარულის ისტორიაა ასახული.
6. დიდი რეზონანსი გამოიწვია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის 1993-2001 წლებში ელ-გორის და მისი მეუღლის, ტიპერის მხურვალე კოცნამ. წყვილმა ერთმანეთს დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ აკოცა.

7. სიკვდილის დამმარცხებელი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა დემი მურის და პატრიკ სუეიზის გმირების კოცნა ფილმიდან „მოჩვენება“.

8. სკანდალური და ცნობილი კოცნის სახელი მიენიჭა მადონას და ბრიტნი სპირსის კოცნას 2003 წლის „ემ-ტი-ვის“ დაჯილდოვებაზე.

9. სასიყვარულო სცენის შედევრად ჩაითვალა ოდრი ჰეპბერნის და ჯორჯ პეპარდის კოცნა წვიმაში, ფილმიდან „საუზმე ტიფანისთან“.
10. ორ სახეობას შორის კოცნის სცენა ეკრანზე გამოჩნდა 1968 წელს ფილმში „მაიმუნების პლანეტა“. შიმპანზე-ზირა გამოსამშვიდობებელ ამბორს ჩუქნის ასტრონავტ ჯორჯ ტეილორს.
11. 1994 წელს გამოსული სერიალი „როზანა“ ერთ-ერთი პირველი იყო სადაც ერთი სქესის ადამიანებმა ერთმანეთს აკოცეს. თავისთავად, ეს კოცნაც ცნობილი და შთამბეჭდავი კოცნების ოცეულში მოხვდა.
12. ისტორიულ კოცნად ჩაითვალა 2011 წელს პრინცი უილიამისა და პრინცესა ქეითის საქორწილო ამბორიც, ბუკინგემის სასახლის აივანზე.

13. უჩვეულო კოცნის სტატუსით შევიდა ოცეულში ადამიანი ობობას და მერი ჯეინის კოცნა ფილმში „ადამიანი-ობობა“.

14. ომიდან დაბრუნებული მეზღვაურის და მედდის კოცნა 1945 წელს , რომელსაც შემდგომ წლებში ძეგლი დაუდგეს , ალფრედ ეიზენშტედის ფოტოაპარატმა აღბეჭდა, ეს კოცნა ერთმნიშვნელოვნად მოხვდებოდა შთამბეჭდავი კოცნის ოცეულში.
15. ცნობილ კოცნათა შორის მოხვდა ჯეკის და როუზის კოცნა ფილმიდან „ტიტანიკი“. ტრაგიკულ სიყვარულზე გადაღებულმა ფილმმა, რომელიც „ტიტანიკის“ ჩაძირვამ იმსხვერპლა, თავისი დროის ყველა რეკორდი მოხსნა.

16. ჩილელი მაღაროელის ოსმან არაიას და მისი მეუღლის კოცნაც ცნობილ კოცნათა შორის მოხვდა. მაღაროელმა 2010 წელს 69 დღე მიწის ქვეშ გაატარა.

17. ვამპირი ედვარდის და მისი შეყვარებულის ამბორმაც შთამბეჭდავი კოცნის ტიტული მოიპოვა, ფილმიდან „ბინდი“.
18. ამ ოცეულში ასევე მოხვდა, ქალების გულთამპყრობელი ჯეიმს ბონდის-შონ კონერისა და მფრინავი პუსი გალორის კოცნა ბონდიანას მესამე ფილმიდან .

19. შთმბეჭდავ კოცნად ითვლება და ამ ოცეულშია გუსტავ კლიმტის ამავე სახელწოდების ნახატზე გამოსახული მოალერსე წყვილის კოცნაც.

20. თანამედროვე ფოტოსურათებიდან ყველაზე ცნობილი ვანკუვერის ქუჩაში გადაღებული კოცნის სცენაა, სადაც ჰოკეის ფანების მიერ მოწყობილ ქაოსში, სპეცრაზმის და სპორტის ფანატების ფონზე შუა ქუჩაში ასფალტზე წამოწოლილი წყვილი ერთმანეთს კოცნის.

მასალის გამოყენების პირობები






