ზურაბ ჟვანიას საქმის პროკურორი რევაზ ნადოი ლევან ჩაჩუას ჩვენებას აფასებს. მისი თქმით, ექსპერტმა საკუთარ ჩვენებაში აღიარა, რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გვამები სრულფასოვნად არ დაათვალიერა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მან დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.
„მან ერთ მარტივ კითხვაზე მან გასცა ისეთი პასუხი, რომელიც მე პრაქტიკულად აღიარებად მიმაჩნია. მან პიროვნულად მეტი პრიორიტეტი მიანიჭა ბიომასალის დალუქვას და არა გვამებთან მუშაობას. რაც ასახულია კიდეც ვიდეომასალაზე. ექსპერტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ მან უშუალოდ იმუშაოს გვამებთან და გამოიკვლიოს თითოეულის საეჭვო უბანი და დაზიანება,” - განაცხადა პროკურორმა.
ლევან ჩაჩუამ დაკითხვაზე განაცხადა, რომ დათვალიერების შედეგად რაულ უსუპოვის და ზურაბ ჟვანიას გვამებს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.
მასალის გამოყენების პირობები






