შს მინისტრი გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო
სამართალი - 13:55, 10 Feb, 2015     2042

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვას დაესწრო და ოჯახს მიუსამძიმრა.

გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა.

გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის ხარჯები შინაგან საქმეთა სამინისტრომ სრულად გაიღო. კანონის შესაბამისად, გარდაცვლილი უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გიორგი ბერუაშვილის ოჯახი ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს, მის ოჯახის წევრებზე მზრუნველობას კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს.

გიორგი ბერუაშვილი მიმდინარე წლის 6 თებერვალს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის სიმძიმის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს.

გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.

გიორგი ბერუაშვილი 2014 წლის 10 თებერვალს საპატიო ყარაულით დაკრძალეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42