გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი უკრაინისთვი იარაღის გადაცემის წინააღმდეგია. ამის შესახებ განცხადება, ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, კიდევ ერთხელ გააკეთა.
„უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს. უკრაინისთვის იარაღის გადაცემა, ვითარებას კიდევ უფრო გაართულებს“ - განაცხადა ანგელა მერკელმა.
გერმანიის კანცლერმა რუსეთს აგრესიის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ანგელა მერკელისა და ბარაკ ობამას შეხვედრა, გუშინ ვაშინგტონში შედგა. მხარეები, რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვებაზე შეთანხმდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
გერმანიის კანცლერი დღეს კანადაში გაემგზავრა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კვლავაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.
მასალის გამოყენების პირობები






