ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი რუსეთისთვის სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.
„თუკი რუსეთი უკრაინაში აგრესიას არ შეწყვეტს და მინსკის მოლაპარაკებებით გათვალისწინებულ შეთანხმებებს არ შეასრულებს, მისი პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაცია გაუარსდება"- განაცხადა ბარაკ ობამა ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ჯერაც არ მიუღია. „უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შესახებ დებატები გრძელდება. იმ შემთხვევაში, თუკი კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება, უკრაინას შესაძლოა თავდაცვითი სახის იარაღი მივაწოდოთ“- აღნიშნა მან.
ანგელა მერკელისა და ბარაკ ობამას შეხვედრა, გუშინ ვაშინგტონში შედგა. მხარეები, რუსეთის წინააღდეგ დაწესებული სანქციების ძალაში დატოვებაზე შეთანხმდნენ და კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.
მასალის გამოყენების პირობები






