სამართალდამცველებმა დიღომში დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდას მეგობარი დაკითხეს. როგორც ცნობილია, სწორედ მასთან მივიდა დაშავებული შემთხვევის შემდეგ და შველას ითხოვდა. იგი ერთი საათის განმავლობაში იკითხებოდა. მან პოლიციის შენობა უკომენტაროდ დატოვა.
შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1999 წელს დაბადებული ტარიელ უ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ორი არასრულწლოვანი - პარალელური კლასელები ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მოზარდები სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)
მასალის გამოყენების პირობები






