„ავტოფარეხთან გაჩერდა მანქანა ტაქსის ტრაფარეტით, იქიდან გადმოვიდა ერთი ადამიანი, გადმოსვლისთანავე მეორე ადამიანმა ტაქსის ტრაფარეტი მოხსნა და ავტოფარეხში ჩავიდა. იქიდან მალევე ამოსულა და უთქვამს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა“, - განაცხადა კაკაბაძემ.
გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიმარიშვილი აცხადებს, რომ ეგრეთ წოდებული ტაქსის ეპიზოდის შესახებ ინფორმაციას არც გამომძიებლები ფლობენ. კიწმარიშვილის ძმა სხვა ახალ მოწმეებზე საუბრობს, რომლებიც მისი თქმით, საქმეში გამოჩნდნენ. ერთი მათგანი გამოძიებამ უკვე დაკითხა. ზურა კიწმარიშვილი მათ ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ შესაძლოა ეს პირები კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეში მთავარი მოწმეები გახდნენ.
„ესენი არიან ორი ადამიანი, რომელთან ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ, მაგრამ გამოძიებისთვის ეს ადამიანები არია საინტერესო“, - ამბობს ზურაბ კიწმარიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






