გია სოსანაშვილის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 20 იანვარს კასპის რაიონის ერთ-ერთ სასადილოში ყოფნისას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებულმა მარეხ ყამბეგაშვილმა დაურეკა და იური ვაზაგაშვილის აფეთქების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მარეხ ყამბეგაშვილი განმარტავს, რომ სოსანაშვილს გარკვეული პრეტენზიები ჰქონდა.
"უიმე, რას მელაპარაკებით. არა! მაგას რატომ დავურეკავდი?! თვითონ დამირეკა, პრეტენზიები ჰქონდა. ის ვეტარანი იყო, ნაბრძოლი და გაუგია, თითქოს ჩვენთან დამატებით, ვეტერანებზე რიგდებოდა შეშის თანხები და ამაზე ჰქონდა პრეტენზია, შენ მე გამომტოვეო.
თვითონ დამირეკა გია სოსანაშვილმა. 2-ჯერ დამირეკა, შემდეგ იქიდან საღამოს სახლში ამოიარა ჩემთან, ნასვამი იყო. ოღონდ, მეორე დღეს მოხდა აფეთქება... ყოველ შემთხვევაში, შეიძლება მე მას წინა დღეს დავურეკე, რადგან გორში უნდა ყოფილიყო ვეტერანებთან შეხვედრა. დავურეკე და ვუთხარი, რომ კასპის ვეტერანები იკრიბებოდნენ სააკაძის ძეგლთან, იქიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფდნენ და წიყვანდნენ გორში.აფეთქების შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია",
იური ვაზაგაშვილის აფეთქების საქმეში ბრალდებულ გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 20 იანვარს კასპის რაიონის ერთ-ერთ სასადილოში იმყოფებოდა, სადაც მას კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებულმა მარეხ ყამბეგაშვილმა დაურეკა და მას იური ვაზაგაშვილის აფეთქების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
წყარო: http://ipress.ge/
მასალის გამოყენების პირობები






