ევროკავშირის ქვეყნებმა, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო 21 მილიარდი ევროთი იზარალეს - განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ გარსია-მარგალიომ ბრიუსელში კოლეგებთან შეხვედრისას.
რუსეთის ახალი სანქციების დაწესებაზე მსჯელობისას, ეპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მიდმინარე სანქციები ევროპის ზოგიერთ ქვეყანას საკმაოდ ძვირად დაუჯდა და გამკაცრება კიდევ უფრო გააუარესებს არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებით, ესპანეთში ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფერო დაზარალდა.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს სანქციები, უკრაინაში შეჭრის გამო დაუწესა. დღეს, ბრიუსელში ევროსაბჭოს სხდომაზე კი არსებული შეზღუდვები გაუმკაცრა. კერძოდ, 19 პირს სავიზო რეჟიმი დაუწესა და 5 კომპანიას კი ანგარიშები გაუყინა.
მასალის გამოყენების პირობები






